ლებრონ ჯეიმსმა იბრაჰიმოვიჩის კრიტიკას უპასუხა - არასოდეს დავხუჭავ თვალს უსამართლობაზე
ლებრონ ჯეიმსმა იბრაჰიმოვიჩის კრიტიკას უპასუხა - არასოდეს დავხუჭავ თვალს უსამართლობაზე

„ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ დღეს „პორტლენდი“ დაამარცხა. ლებრონ ჯეიმსი საკუთარი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. მის ანგარიშზე 28 ქულა და 11 მოხსნაა. მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჯეიმსი ჟურნალისტებს გაესაუბრა. მედიის წარმომადგენლების ერთ-ერთი შეკითხვა ზლატან იბრაჰიმოვიჩს შეეხებოდა. შეგახსენებთ, რომ „მილანის“ შვედმა ფეხბურთელმა ლებრონი პოლიტიკაში ჩარევის გამო გააკრიტიკა.

ჯეიმსმა ჟურნალისტს უპასუხა, რომ ის არ აპირებს ხმა დაიდაბლოს მაშინ, როდესაც უსამართლობა ხდება. „ლეიკერსის“ ლიდერმა საკმაოდ დიდი რესურსი და ენერგია ჩადო ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში და მოძრაობა Black Lives Matter-ში.