ლებრონ ჯეიმსმა ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო #1TVSPORT
ლებრონ ჯეიმსმა ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) სადისციპლინო კომიტატმა „ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა „დეტროიტის“ ცენტრისთვის აიზია სტიუარტისთვის სახეში იდაყვის ჩარტყმის გამო. ინციდენტი „ლეიკერსსა“ და „დეტროიტს“ შორის კვირას გამართულ მატჩში მოხდა.

თავად სტიუარტმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია დაიმსახურა „მოედანზე სიტუაციის დაძაბვისა და ჯეიმსის მიმართ რამდენჯერმე აგრესიის გამოხატვის გამო“.

ლებრონი გამოტოვებს სამშაბათის შეხვედრას სტუმრად „ნიუ იორკის“ წინააღმდეგ, სტიუარტი კი ვერ ითამაშებს „მაიამისთან“ და „მილუოკისთან“ შეხვედრებში. გარდა ამისა, ლებრონს ხელფასიდან 284 ათას დოლარს დაუქვითავენ, სტიუარტს – 45 ათასს.