ლებრონ ჯეიმსმა და ლონზო ბოლმა ერთ მატჩში სამმაგი დუბლები შეასრულეს
ლებრონ ჯეიმსმა და ლონზო ბოლმა ერთ მატჩში სამმაგი დუბლები შეასრულეს

„ლოს ანჯელეს ლეიკერსისა“ და „შარლოტის“ შეხვედრაში კალიფორნიული კლუბის ორმა კალათბურთელმა შეძლო სამმაგი დუბლის შესრულება. ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა შეხვედრა 24 ქულით, 12 მოხსნითა და 11 შედეგიანი პასით დაასრულა, გამთამაშებელი ლონზო ბოლის ანგარიშზე კი 16 ქულა, 10 მოხსნა და 10 გადაცემა იყო.

ასე რომ, ჯეიმსმა და ბოლმა ჩამოაყალიბეს მოთამაშეთა მერვე წყვილი NBA-ის ისტორიაში, რომლებმაც ერთი და იგივე მატჩში სამმაგი დუბლის შესრულება შეძლეს.

ბოლოს, ასეთი რამ 2006-07 წლების სეზონში მოხდა, როცა “ნიუ ჯერსის” შემადგენლობაში თავი გამოიჩინეს ჯეისონ კიდმა და ვინს კარტერმა. “ლეიკერსის” ისტორიაში ასეთი შემთხვევა მხოლოდ ერთხელ იყო – 1981-82 წლების სეზონში. მაშინ სამმაგი დუბლები შეასრულეს მეჯიქ ჯონსონმა და ქარიმ აბდულ-ჯაბარმა.