ლებრონ ჯეიმსმა ჩემპიონს ცენტრიდან ბაზერი ჩაუგდო [ვიდეო]

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში წინასასეზონო მატჩების სერია გაგრძელდა. მორიგ სათამაშო დღეს, საუკეთესო მომენტის ავტორი „ლეიკერსის“ ვარსკვლავური ახალწვეული -ლებრონ ჯეიმსი გახდა. „გოლდენ სტეიტთან“ მატჩის პირველი ტაიმის ბოლო წამზე, „მეფემ“ „ბაზერი“ ცენტრიდან ჩააგდო…


წინასასეზონო მატჩების შედეგები:

ორლანდო-მემფისი 102:86
25:20, 29:21, 32:21, 16:24
ო: აიზეკი (15+8 მოხსნა), გორდონი (15), ფრეზერი (10), ვუჩევიჩი (7+11 მოხსნა).
მ: კონლი (24), მ. გასოლი (10+9 მოხსნა+5 პასი), ჯექსონი (10).

ტორონტო-ბრუკლინი 118:91
21:29, 35:30, 35:11, 27:21
ტ: დ. გრინი (22+5 ჩაჭრა), იბაკა (14), ლეონარდი (11+7 პასი+4 ჩაჭრა), ვანვლიტი (11), ვალანჩუნასი (11).
ბ: ალენი (24), რასელი (18), ლევერტი(13), ჰარისი (10).

დეტროიტი-ვაშინგტონი 97:102
24:27, 21:27, 29:25, 23:23
დ: დრამონდი (17+20 მოხსნა), გრიფინი (16), რობინსონი (13), ბულოკი (12), სმიტი (12), ჯექსონი (10).
ვ: უოლი (32+9 პასი), ბილი (17), მორისი (15), სმიტი (14).

ატლანტა-სან ანტონიო 130:127
32:36, 30:28, 38:28, 30:35
ა: პრინსი (25), იანგი (22+7 პასი), ლენი (16+10 მოხსნა), ბეიზმორი (15), პოიტრესი (12), ლინი (10).
ს-ა: გეი (28), ფორბსი (22), დეროზანი (15), უაიტი (15), პ. გასოლი (14+6 მოხსნა+10 პასი), ბელინელი (12).

მაიამი-ნ. ორლეანი 140:128
36:26, 38:34, 41:32, 25:36
მ: ადებაიო (26+12 მოხსნა), რიჩარდსონი (25), ჯონსი (18), უებერი (14), ჯონსონი (12+7 პასი), ლიგინსი (10).
ნ-ო: რენდლი (23), მიროტიჩი (19), პეიტონი (17+8 პასი), მილერი (17), უილიამსი (14), ჯექსონი (13).

ჩიკაგო-ინდიანა 104:89
34:17, 25:24, 32:28, 13:20
ჩ: ჯასტინ ჰოლიდეი (22), ლავინი (22), პორტისი (20), პარკერი (11), ბლეიკნი (10).
ი: იანგი (16+10 მოხსნა), ჰოლიდეი (15), საბონისი (13+9 მოხსნა), ოლადიპო (12).

პორტლენდი-ფინიქსი 116:83
39:18, 24:26, 25:20, 28:19
პ: ლეიმანი (28), ბოლდუინი (15), სტაუსკასი (10), სვენიგანი (10).
ფ: ჯექსონი (13), ჰოლმსი (12), დენიელსი (11).

ლეიკერსი-გ. სტეიტი 123:113
31:34, 30:23, 40:35, 22:21
ლ: ინგრემი (26), კუზმა (22), კოლდუელ-პოუპი (20), ჯეიმსი (15+10+5 პასი), სტივენსონი (12).
გ-ს: კარი (23), ტომპსონი (20), დურანტი (18+12 მოხსნა), მაკინი (10).