ლებრონ ჯეიმსის ვაჟი, რომელმაც გულის შეტევა გადაიტანა, საკალათბურთო კარიერას გააგრძელებს #1TVSPORT
ლებრონ ჯეიმსის ვაჟი, რომელმაც გულის შეტევა გადაიტანა, საკალათბურთო კარიერას გააგრძელებს #1TVSPORT

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის გუნდის მცველი ბრონი ჯეიმსი არ აპირებს საკალათბურთო კარიერაზე უარის თქმას, – ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა გამოცემა The Athletic-ის ინსაიდერმა, შემს ჩარანიამ.

კალათბურთელის მამის, ლებრონ ჯეიმსის ოჯახის განცხადებით, ივლისში ვარჯიშის დროს უმცროსი ჯეიმსის გულის გაჩერების მიზეზი თანდაყოლილი დეფექტი გახდა.

ბრონის მშობლები დარწმუნებულნი არიან, რომ კალათბურთელი სრულად გამოჯანმრთელდება და უახლოეს მომავალში დაუბრუნდება კალათბურთს.

ინციდენტი 25 ივლისს, კალიფორნიის უნივერსიტეტში ადგილობრივი გუნდის ვარჯიშისას მოხდა. იქაურმა სამედიცინო პერსონალმა ბრონის პირველადი დახმარება აღმოუჩინა და შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანა.