ლებრონ ჯეიმსის მორიგი სამმაგი დუბლი „ნიუ ორლეანთან“ მოგებულ მატჩში (ვიდეო)

ლოს ანჯელეს „ლეიკერსმა“ მიმდინარე რეგულარში რიგით 46-ე მატჩი მოიგო და დასავლეთ კონფერენციაში კვლავ ერთპიროვნული ლიდერია.

ფრენ ფოგელის გუნდი სტუმრად „ნიუ ორლეანს“ ენტონი დევისი გარეშე დაუპირისპირდა და მიუხედავად ამისა 114-122 დაამარცხა. სამმაგი დუბლი გაიფორმა ლებრონ ჯეიმსმა (34 ქულა, 12 მოხსნა და 13 პასი). კაელ კუზმამ 20 ქულა მიითვალა. 13 ქულა დააგროვა კენტავიუს კალდველ პოუპმა.

„პელიკანსის“ რიგებში 35 ქულით საუკეთესო ზაიონ ვილიამსონი გამოდგა. 12 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა დერიკ ფეივორსმა. ლონზო ბოლის ანგარიშზე 19 ქულა, 9 მოხსნა და 9 პასია.

შარლოტი – მილუოკი 85-93

მინესოტა – დალასი 91-111

კლიპერსი – ფილადელფია 136-130

დენვერი – ტორონტო 133-118

საკრამენტო – დეტროიტი 106-100

გოლდენ სტეიტი – ვაშინგტონი 110-124