ლებრონ ჯეიმსის „კოსმოსური ჯემი“ „ოქროს ჟოლოს“ ოთხ ნომინაციაში წარადგინეს #1TVSPORT
ლებრონ ჯეიმსის „კოსმოსური ჯემი“ „ოქროს ჟოლოს“ ოთხ ნომინაციაში წარადგინეს #1TVSPORT

მხატვრული ფილმი „კოსმოსური ჯემი: ახალი თაობა“, რომელშიც მთავარ როლს „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი ასრულებს, ოთხ ნომინაციაშია წარდგენილი მსოფლიო კინოს ანტიჯილდოს „ოქროს ჟოლოს“ დაჯილდოვებაზე.

„კოსმოსური ჯემი“ შეიძლება აღიარონ 2021 წლის ყველაზე ცუდ ფილმად, ხოლო ჯეიმსმა, შესაძლოა, მიიღოს „პრიზი“ წლის ყველაზე ცუდი სამსახიობო სამუშაოსთვის.

„კოსმოსური ჯემის“ გარდა, წლის ყველაზე უარესი ფილმის ნომინაციაში მოხვდნენ – „დიანა“, „უსასრულობა“, „კარენი“ და „ქალი ფანჯარაში“.

„ოქროს ჟოლოს“ პრემია 1981 წელს დაარსდა. მისი მეშვეობით აღნიშნავენ წლის ყველაზე ცუდ სამსახიობო ნამუშევარს, სცენარს, რეჟისურას, საუნდტრეკსა და ფილმს.