ლებრონ ჯეიმსის ემოციური სიტყვები კობის - „სტეიპლს ცენტრში“ ბრაიანტი დააფასეს
ლებრონ ჯეიმსის ემოციური სიტყვები კობის - „სტეიპლს ცენტრში“ ბრაიანტი დააფასეს

ნაციონალ საკალათბურთო ასოციაციაში კობი ბრაიანტის ხსოვნას პატივი კიდე ერთხელ მიაგეს. ბრაიანტის მშობლიურ „სტეიპლს ცენტრში“ გულშემატკივართა ნახევარს 8 ნომრიანი, მეორე ნახევარს კი 24 ნომრიანი მაისურები – “შავი მამბას”პატივსაცემად ეცვათ.

„ლეიკერსისა” და „პორტლენდის” მატჩის დაწყებამდე კი ლოს ანჯელესელთა ამჟამინდელმა ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა ემოციური სიტყვები წარმოსთქვა და ცრემლები ვერ შეიკავა. კობისა და მისი ქალიშვილის ჯიანას სკამები ყვავილებით შეამკეს.

შეხვედრა „ბლეიზერსის” გამარჯვებით 119-127 დასრულდა.