ლებრონ ჯეიმსის 51 ქულა - „ლეიკერსმა“ „ჰითი“ დაამარცხა [ვიდეო]

ლოს ანჟელეს „ლეიკერსმა“ „ჰითი“ დიდი ანგარიშით – 113:97 დაამარცხა და ცხრა მოგებით და შვიდი მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილს იკავებს. რაც შეეხება მათ მეტოქეს, მათ ექვსი გამარჯვება და ათი მარცხი აქვთ და აღმოსავლეთში მე-10 ადგილს იკავებენ.

კვლავ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ლებრონ ჯეიმსმა და კარიერაში მეთორმეტედ მოახერხა შეხვედრაში 50-ზე მეტი ქულის აღება. „მეფემ“ 38 წუთში 51 ქულა გააკეთა. მოპოვებულ ქულებს მან რვა მოხსნა, სამი შედეგიანი გადაცემა, ორი ჩაჭრა და ერთი დაფარება დაუმატა. მაიამელთა მხრიდან საუკეთესო ვეინ ელინგტონი იყო, რომელმაც გუნდს 19 ქულა შესძინა.

სან ანტონიო „სპურსმა“ გოლდენ სტეიტ „უორიორზს“ სეზონის მეექვსე მარცხი აგემა – 104 – 92.

ტექსასელთა მხრიდან საუკეთესო ლამარკუს ოლდრიჯი იყო – 24 ქულა, 18 მოხსნა. კარგად ითამაშა დემარ დეროუზანმაც, რომელმაც 20 ქულას, ექვს მოხსნას და ცხრა შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. „უორიორზის“ მხრიდან კარგად ითამაშა კევინ დურანტმა. მან 26 ქულას ათი მოხსნა და ექვსი შედეგიანი გადაცემა დაუმატა. საგულისხმოა, რომ გოლდენ სტეიტის შემადგენლობაში არ უთამაშიათ გუნდის ლიდერებს – სტეფ კარის და დრეიმონდ გრინს.

„უორიორზი“ დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა, ხოლო „სპურსი“ კი რვა გამარჯვებითა და შვიდი მარცხით მეცხრე ადგილს იკავებს.

დღის სხვა მატჩების შედეგები –

ტიმბერვულვზი 87 – 100 გრიზლისი

მეჯიქი 131 – 117 ნიქსი

ვიზარდსი 109-119 ტრეილ ბლეიზერსი