ლებრონ ჯეიმსი ვარჯიშს მომავალ კვირას განაახლებს
ლებრონ ჯეიმსი ვარჯიშს მომავალ კვირას განაახლებს

„ლეიკერსის“ უდავო ლიდერმა, ლებრონ ჯეიმსმა საზარდულის ტრავმის გამო უკვე 11 შეხვედრა გამოტოვა. ჯეიმსის გარეშე ლოს ანჯელესელებმა შვიდი მატჩი წააგეს. გუნდის ექიმების განცხადებით „მეფე“ საწვრთნელ პროცესს მომდევნო კვირას დაუბრუნდება და კიდევ ორი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს. აქედან გამომდინარე ლუკ ვოლტონის გუნდს „ოკლაჰომასთან“ და „ჰიუსტონთან“ გამკლავება გუნდის წამყვანი მოთამაშის გარეშე მოუწევს. ამ დროისთვის „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ დასავლეთ კონფერენციაში 24 მოგებითა და 21 წაგებით მეცხრე ადგილზე იმყოფება.