ლებრონ ჯეიმსი შავ-თეთრი ფეხსაცმელებით ითამაშებს
ლებრონ ჯეიმსი შავ-თეთრი ფეხსაცმელებით ითამაშებს

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერი ლებრონ ჯეიმსი, 21 იანვარს, „გოლდენ სტეიტის“ წინააღმდეგ, რეგულარული ჩემპიონატის მატჩს უჩვეულო სპორტული ფეხსაცმელებით ჩაატარებს. მას სურს, პატივი მიაგოს შავკანიანთა უფლებების ლეგენდარულ დამცველ მარტინ ლუთერ კინგს, რომელსაც 15 იანვარს 90 წელი შეუსრულდებოდა.

ჯეიმსი ითამაშებს სპეციალური ფეხსაცმელებით, რომელსაც ექნება წარწერა – „თანასწორობა“. წყვილში ერთი ფეხსაცმელი შავი ფერისაა თეთრი თასმებით, მეორე – თეთრი შავი თასმებით.