„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერი ლებრონ ჯეიმსი გამოტოვებს NBA-ის 2025-26 წლების სეზონის რეგულარული ჩემპიონატის სტარტს.
როგორც ამერიკული ტელეკომპანია ESPN იტყობინება, ამის მიზეზი ტრავმაა.
ადრე წერდნენ, რომ ლებრონ ჯეიმსი გამოტოვებდა წინასასეზონო მზადებას და მაშინ მიზეზად კუნთის ნერვის ანთება დასახელდა.
40 წლის კალათბურთელის აღდგენა სამ კვირას დაიკავებს.
NBA-ის ახალი სეზონი 21 ოქტომბერს დაიწყება. „ლეიკერსი“ პირველ მატჩში შინ მიიღებს „გოლდენ სტეიტს“.