ლებრონ ჯეიმსი NBA-ის ყველა დროის საუკეთესო მექულე გახდა [ვიდეო] #1TVSPORT
ლებრონ ჯეიმსი NBA-ის ყველა დროის საუკეთესო მექულე გახდა [ვიდეო] #1TVSPORT

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

NBA-ის რეგულარულ სეზონში მიმდინარეობს მატჩი „ლეიკერსსა“ და „ოკლაჰომას“ შორის. ლებრონ ჯეიმსს ამ შეხვედრაში 36 ქულის მოპოვება სჭირდებოდა იმისთვის, რომ გაესწრო ქარიმ აბდულ ჯაბარისთვის (38 387 ქულა კარიერაში) და გამხდარიყო NBA-ის ყველა დროის საუკეთესო მექულე.

ლებრონმა 36 ქულამდე მესამე მეოთხედის ბოლოს მიაღწია და მილოცვების მიღება დაიწყო. ერთ-ერთმა პირველმა მას სწორედ აბდულ-ჯაბარმა მიულოცა, რომელიც სპეციალურად ესწრებოდა შეხვედრას და თვალს ადევნებდა საკუთარი რეკორდის დამხობას.