ლებრონ ჯეიმსი NBA-ის ვარსკვლავთა მატჩში დასავლეთის გუნდის კაპიტანი იქნება, იანის ანტეტოკუნმპო - აღმოსავლეთის #1TVSPORT
ლებრონ ჯეიმსი NBA-ის ვარსკვლავთა მატჩში დასავლეთის გუნდის კაპიტანი იქნება, იანის ანტეტოკუნმპო - აღმოსავლეთის #1TVSPORT

დასრულდა გამოკითხვა და გაირკვა NBA-ის „ოლ სტარის“ სასტარტო შემადგენლობები.

აღმოსავლეთი: კაირი ირვინგი (ბრუკლინი), დონოვან მიჩელი (კლივლენდი), ჯეისონ ტატუმი (ბოსტონი), იანის ანტეტოკუნმპო (მილუოკი), კევინ დურანტი (ბრუკლინი).

დასავლეთი: ლუკა დონჩიჩი (დალასი), სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი), ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი), ზაიონ უილიამსონი (ნიუ ორლეანსი), ნიკოლა იოკიჩი (დენვერი).

ლებრონ ჯეიმსი დასავლეთის გუნდის კაპიტანი იქნება, იანის ანტეტოკუნმპო – აღმოსავლეთის.

ლებრონი ძალიან ახლოსაა NBA-ის ყველა დროის რეკორდთან – მას მხოლოდ 157 ქულა აკლია ლიდერის, ქარიმ აბდულჯაბარის რეკორდის (38 387 ქულა) გაუმჯობესებამდე. ქარიმი „ოლ სტარში“ თამაშის მიხედვითაც რეკორდსმენი იყო – 19-ჯერ აქვს ნათამაშები. ლებრონ ჯერისი ამ რეკორდს წლეულს, 19 თებერვალს გაიმეორებს.

ამ დღეს NBA-ის „ოლ სტარს“ ქალაქი სოლტ ლეიკ სიტი უმასპინძლებს.