ლებრონ ჯეიმსი ნაადრევად გამოაცხადებს კარიერის დასრულებას - ლეგენდას გამოსათხოვარი ტური სურს #1TVSPORT
„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ 40 წლის ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი წინასწარ გამოაცხადებს კარიერის დასრულების შესახებ, რადგან გამოსათხოვარი ტურნეს მოწყობა სურს. ამის შესახებ დაწერა გამოცემა Plain Dealer-მა.
„მას ურჩევნია, მიიღოს აღიარება, იყოს ცერემონიების მონაწილე და აღნიშნოს კარიერის დასრულება მთელ ლიგაში, ვიდრე ჩუმად წავიდეს სეზონებს შორის შესვენებისას. დიდი ალბათობით, ის ამას თავის პოდკასტში Mind the Game-ში გააკეთებს სტივ ნეშთან ერთად“, – წერია გამოცემაში.
გასულ სეზონში ლებრონმა 70 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 24.4 ქულა, 7.8 მოხსნა და 8.2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.