ლებრონ ჯეიმსი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია #1TVSPORT
ლებრონ ჯეიმსი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია #1TVSPORT

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახდა, – იტყობინება გამოცემა Sportico.

ამერიკელმა გასული წლის განმავლობაში 126.9 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. სიაში მეორე ადგილზეა „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ლიონელ მესი – 122 მილიონი, მესამეზე – „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო 115 მილიონით.

ლებრონმა საერთო თანხიდან 90 მილიონი სარეკლამო კონტრაქტებისგან გამოიმუშავა. 2021 წელს კალათბურთელი მეხუთე ადგილზე იყო.  შარშანდელთან შედარებით, რონალდომ და მესიმ შეინარჩუნეს თავიანთი პოზიციები.

შემოსავლების მხრივ, ყველაზე დიდი ვარდნა UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა განიცადა. შარშან ის პირველ ადგილზე იყო, ახლა კი სიაში 22-ე პოზიციაზეა. მისმა შემოსავალმა 52 მილიონი დოლარი შეადგინა.