ლებრონ ჯეიმსი - „ლეიკერსს“ ტიტული უნდა დავუბრუნოთ
ლებრონ ჯეიმსი - „ლეიკერსს“ ტიტული უნდა დავუბრუნოთ

NBA-ის ვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა, რომელმაც ამ ზაფხულს კარიერის გაგრძელება „ლოს ანჯელეს ლეიკერსში“ გადაწყვიტა, ახალ გუნდში თავისი მიზნების შესახებ ილაპარაკა.

„ბედნიერი და მოხარული ვარ “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” შემადგენლობაში მოხვედრით. ეს არის გუნდი ისტორიული მემკვიდრეობით და დიადი საჩემპიონო ისტორიით. მიმაჩნია, რომ ყველანაირ ძალისხმევას მივმართავთ იქითკენ, რათა „ლეიკერსს“ ჩემპიონის ტიტული დავუბრუნოთ“ – განაცხადა კალათბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ ლებრონ ჯეიმსმა „ლეიკერსთან“ ოთხწლიანი და 154-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა.