ლებრონ ჯეიმსი „ლეიკერსს“ ფავორიტად არ ასახელებს
ლებრონ ჯეიმსი „ლეიკერსს“ ფავორიტად არ ასახელებს

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა 2018-19 წლების სეზონში ჩემპიონობის პრეტენდენტების ჩამოთვლისას, საკუთარი გუნდი არ დაასახელა.

„ჩემპიონობის პრეტენდენტები ბევრნი არიან, მაგრამ ჩემპიონი მხოლოდ ერთია. ეს არის „გოლდენ სტეიტი“, გუნდი, რომლის შეჩერებას ყველა ცდილობს. ასევე არის „ჰიუსტონი“, რომელიც ძალიან ძლიერია, „ოკლაჰომა“, „ბოსტონი“, „ფილადელფია“, „ტორონტო“. პრეტენდენტი მართლაც ბევრია“, – განაცხადა ჯეიმსმა.

ლებრონი კალიფორნიულ გუნდში გასული სეზონის დასრულების შემდეგ გადავიდა.