ლებრონ ჯეიმსი კლივლენდის შეძენას გეგმავს
ლებრონ ჯეიმსი კლივლენდის შეძენას გეგმავს

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ვარსკვლავის, ლებრონ ჯეიმსის ბიზნეს-პარტნიორმა მავერიკ კარტერმა განაცხადა, რომ კალათბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, ფორვარდი შეეცდება „კლივლენდის“ მფლობელი გახდეს. ლებრონი ამ გუნდში 2003-10 და 2014-18 წლებში გამოდიოდა და 2016 წელს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

„რა თქმა უნდა, მომავალში ლებრონისთვის საინტერესო იქნება „კლივლენდის“ შეძენის ვარიანტი“, – მოჰყავს ESPN-ს კარტერის სიტყვები.

ისტორიაში პირველი კალათბურთელი, რომელიც NBA-ის კლუბის მფლობელი გახდა, მაიკლ ჯორდანია. 2010 წელს, მან „შარლოტ ჰორნეტსის“ აქციათა საკონტროლო პაკეტი იყიდა.