ლებრონ ჯეიმსი კიდევ ორი წელი ითამაშებს #1TVSPORT
ლებრონ ჯეიმსი კიდევ ორი წელი ითამაშებს #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ცნობილმა ინსაიდერმა, შემს ჩარანიამ „ტვიტერში“ დაწერა, რომ „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი კიდევ ორი სეზონი აპირებს NBA-ში თამაშს.

ადრე დაიწერა იმის შესახებ, რომ „დენვერ ნაგეტსთან“ სერიის (0:4) წაგების შემდეგ NBA-ის ლეგენდამ, შესაძლოა, უახლოეს ხანში კარიერა დაასრულოს.

„ჩემი ინფორმაციით, ლებრონს კარიერის ორი წელი დარჩა. სულ რამდენიმე თვის წინ მას შეიძლებოდა ფეხის ოპერაცია გადაეტანა, რაც ნაადრევად დაასრულებდა მისთვის სეზონს. მის მხრებზე უდიდესი დატვირთვაა, ის იძულებულია, ყოველ მატჩში ათრიოს გუნდი. მიუხედავად ამისა, არსებობს მოლოდინი, რომ ლებრონი გააგრძელებს თამაშს. მას კონტრაქტით ორი წელი დარჩა „ლეიკერსში“. ძალიან მოულოდნელი იქნება, თუ ის მართლაც დაასრულებს კარიერას“, – დაწერა ჩარანიამ.