ლებრონ ჯეიმსი კარიერაში მეორედ მოედნიდან გააძევეს - მან „დეტროიტის“ ცენტრს იდაყვი ჩაარტყა [ვიდეო] #1TVSPORT
ლებრონ ჯეიმსი კარიერაში მეორედ მოედნიდან გააძევეს - მან „დეტროიტის“ ცენტრს იდაყვი ჩაარტყა [ვიდეო] #1TVSPORT

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი „დეტროიტთან“ მატჩის მესამე მეოთხედში გააძევეს მოედნიდან. კალიფორნიელთა ლიდერმა ბურთისთვის ბრძოლაში შეგნებულად ჩაარტყა იდაყვი „პისტონზის“ ცენტრ აიზია სტიუარტს და მას წარბი გაუხეთქა.

ამის შემდეგ, სტიუარტმა რამდენჯერმე სცადა ლებრონთან ჩხუბში ჩაბმა, მაგრამ უსაფრთხოების თანამშრომლებმა შეძლეს მისი შეჩერება.

საბოლოოდ, სტიუარტი გასახდელში გაიქცა. მთელი ამ ინციდენტის განმავლობაში, არენის თანამშრომლები მოუწოდებდნენ მაყურებელს – დარჩენილიყვნენ თავიანთ ადგილებზე: სწორედ დეტროიტში მოხდა NBA-ის ისტორიაში ყველაზე გრანდიოზული ჩხუბი – 2004 წელს როცა „ინდიანას“ კალათბურთელებმა რონ არტესტმა, ჯერმეინ ო’ნილმა და სტივენ ჯექსონმა რამდენიმე ადგილობრივი გულშემატკივარი სცემეს.

ეს გაძევება მეორეა ლებრონ ჯეიმსის კარიერაში. 2017 წელს ის მსაჯებთან კამათის გამო გააგდეს მოედნიდან.

რაც შეეხება სტიუარტს, ამ სეზონის დასაწყისში მას კონფლიქტი ჰქონდა „ბრუკლინის“ ფორვარდ ბლეიკ გრიფინთან.