ლებრონ ჯეიმსი კარიერას „ფილადელფიაში“ გააგრძელებს #1TVSPORT

19:55, 24.07.2026

კალათბურთის ლეგენდა, ლებრონ ჯეიმსი კარიერას „ფილადელფიაში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას ESPN-ის გავლენიანი ჟურნალისტი, შამს ჩარანია ავრცელებს.

როგორც ჩარანია წერს, ამერიკელი კალათბურთელი ახალ კლუბთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის მიხედვითაც, ანაზღაურების სახით 8 მილიონ დოლარს მიიღებს.

გასული სეზონის დასრულების შემდეგ აქტიურად განიხილებოდა ჯეიმსის მიერ კარიერის შესაძლო დასრულების საკითხი. როგორც თავად სპორტსმენი აღიარებს, ამ ნაბიჯთან საკმაოდ ახლოს იყო და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დრო სჭირდებოდა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მატჩის შემდეგ შინაგანად სპორტიდან წასვლისკენ იხრებოდა, კალათბურთის სიყვარულმა პოზიცია შეაცვლევინა.

„ბოლო რამდენიმე კვირა ნამდვილად განსაკუთრებული აღმოჩნდა. აქამდე არასდროს მქონია შესაძლებლობა, დრო მხოლოდ ფიქრისთვის დამეთმო. დაუჯერებელი თვეები გავატარე საყვარელ ადამიანებთან ერთად და ვცდილობდი, საკუთარ თავში გავრკვეულიყავი. ისევ მწყურია ბრძოლა და ის ემოცია, რასაც ჩემპიონობა მოიტანს“, – ამბობს ჯეიმსი.

ლებრონ ჯეიმსი NBA-ში 2003 წელს მივიდა. კარიერის მანძილზე მან „კლივლენდ კავალიერსში“, „მაიამი ჰიტსა“ და „ლოს ანეჯელეს ლეიკერსში“ ითამაშა – ყველა ამ გუნდში გამოსვლის დროს ტიტული მოიგო და ფინალების „უძვირფასესი მოთამაშე“ (MVP) გახდა. ის NBA-ს ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

მსგავსი