ლებრონ ჯეიმსი -  ჯაბარის გასწრება შემიძლია
ლებრონ ჯეიმსი - ჯაბარის გასწრება შემიძლია

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა აღიარა, რომ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში პირველ ადგილზე გადასვლას არ გამორიცხავს.

დღეისთვის ჯეიმსი მეოთხე ადგილზე იმყოფება 33 378 ქულით. ლიდერი კი გახლავთ ლეგენდარული ცენტრი ქარიმ აბდულ ჯაბარი, რომელმაც 20 სეზონის განმავლობაში 38 387 ქულა დააგროვა.

„მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ არ ვუშვებ ამგვარ შესაძლებლობას. მე არ ვლაპარაკობ: „თუ ვითამაშებ ამდენს და დავაგროვებ მატჩში ამდენ ქულას, მაშინ…” მე არ მაქვს ამგვარი მიდგომა, რადგან კარიერაში ასე არასოდეს გამიკეთებია. ყველაფერი თავისი სვლით მიდის. მე სიტუაციას სწორედ ასე ვუდგებოდი. ვნახოთ, რა მოხდება. მაგრამ ამას ვუშვებ”, – განაცხადა ლებრონ ჯეიმსმა.