ლებრონ ჯეიმსი და ენტონი დევისი ოლიმპიადაზე არ ითამაშებენ #1TVSPORT
ლებრონ ჯეიმსი და ენტონი დევისი ოლიმპიადაზე არ ითამაშებენ #1TVSPORT

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერებმა ლებრონ ჯეიმსმა და ენტონი დევისმა მიიღეს გადაწყვეტილება – არ ითამაშონ ტოკიოს ოლიმპიადაზე გასულ სეზონში ხშირი ტრავმიანობის გამო. ამის შესახებ თავის ბლოგში დაწერა The Athletic-ის მიმომხილველმა ჯო ვარდონმა.

ამავდროულად, ჯერ ისევ შეიძლება აშშ-ის ნაკრებში ვიხილოთ „გოლდენ სტეიტისა“ და „პორტლენდის“ ლიდერები – სტეფ კარი და დენიენ ლილარდი. ასევე არ გამორიცხავს ოლიმპიადაზე თამაშს „ბოსტონის“ ლიდერი ჯეისონ ტეიტუმი.