ლებრონ ჯეიმსი - ბრონი ოცნებობს NBA-ში თამაშზე #1TVSPORT
ლებრონ ჯეიმსი - ბრონი ოცნებობს NBA-ში თამაშზე #1TVSPORT

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა თავისი უფროსი ვაჟის ბრონი ჯეიმსის სასკოლო გუნდის თამაშის ხილვის შემდეგ განაცხადა, რომ მამა და შვილი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ერთდროულად თამაშს გეგმავენ.

„კვლავინდებურად ვფიქრობ იმაზე, რომ ერთ მშვენიერ დღეს მასთან ერთად ვითამაშო.

ბრონის ოცნება NBA-ში გამოსვლაა. მას აქვს მხარდაჭერა და ჩემს მიერ შედგენილი გეგმა. თუ პრობლემები არ შეიქმნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და იღბალიც მის მხარეს იქნება, საბოლოოდ, ყველაფერი სწორედ ასე უნდა მოხდეს“, – განაცხადა ლებრონმა.

უფროსი ჯეიმსი თავისუფალი აგენტი 2023 წელს გახდება. ბრონი, რომელიც 17 წლისაა, იმ მომენტისთვის დაასრულებს სკოლაში სწავლას. თუ NBA გააუქმებს წესს, რომლის მიხედვითაც აუცილებელია სკოლის შემდეგ NCAA-ში თამაში, მაშინ ახალგაზრდა კალათბურთელი შეძლებს თავისი კანდიდატურის წამოყენებას NBA-ის დრაფტზე.