ლებრონ ჯეიმსი - აშშ-ში ხალხს იარაღის შეძენა შეუძლია და ამას ახალგაზრდობა ეწირება
ლებრონ ჯეიმსი - აშშ-ში ხალხს იარაღის შეძენა შეუძლია და ამას ახალგაზრდობა ეწირება

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა სხვა მოთამაშეებთან ერთად მიიღო მონაწილეობა ხსოვნისა და გლოვის აქციაში, რომელიც კალიფორნიის ქალაქ თაუზენდ-ოუკსში მომხდარ ტრაგედიას ეძღვნებოდა. 8 ნოემბერს, ამ ქალაქში მასობრივი სროლისას 13 ადამიანი დაიღუპა. „ატლანტა ჰოქსთან“ მატჩის წინ, „ლეიკერსის“ მოთამაშეებმა ჩაიცვეს მაისურები, რომლებზეც ეწერა დაღუპულთა სახელები და სიტყვა „კმარა“.

„რა გავიფიქრე, როცა ამ სროლის შესახებ შევიტყვე? ალბათ, იგივე, რაც სხვებმა: ოღონდ ეს არა. შესაძლოა, გონებაში უფრო მკაცრი სიტყვები მქონდა, მაგრამ, ახლა მათ არ ვიტყვი. ეს ყველაფერი არის აშშ-ში იარაღის ბრუნვის სიტუაციის შედეგი. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიძინოს იარაღი და გააკეთოს, რაც სურს. უდანაშაულო ადამიანები კი ადრეულ ასაკში იხოცებიან“, – მოჰყავს ჯეიმსის სიტყვები „სპორტს ილუსტრეიტედს“ (Sports Illustrated).