ლებრონ ჯეიმსი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის ჯო ბაიდენის გუნდს შეუერთდება
ლებრონ ჯეიმსი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის ჯო ბაიდენის გუნდს შეუერთდება

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში ოფიციალურად შეუერთდება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატის ჯო ბაიდენის გუნდს.

„ჩვენ იმ დროში ვცხოვრობთ, როცა გარდაქმნები გვჭირდება. ამისთვის აუცილებელია ლიდერობა, რომელიც ზემოდან იწყება“, – ასეთი კომენტარი გაუკეთა თავის გადაწყვეტილებას ლებრონმა.

ცნობილია, რომ „ლეიკერსის“ ფორვარდი მკაცრად აკრიტიკებს აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოღვაწეობას.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნები 3 ნოემბერს არის დანიშნული.