ლეანდრო ტროსარი კარიერას „ბეშიქთაშში“ გააგრძელებს #1TVSPORT
BUDAPEST, HUNGARY - MAY 30: Leandro Trossard of Arsenal during the UEFA Champions League Final 2026 match between Paris Saint-Germain and Arsenal FC at Puskas Arena on May 30, 2026 in Budapest, Hungary. (Photo by Catherine Ivill - AMA/Getty Images)
თურქული „ბეშიქთაში“ ამზადებს ამერიკის შეერთებულ შტატებში მგზავრობას ბელგიელ ლეანდრო ტროსართან პირადი კონტრაქტის პირობებზე მოსალაპარაკებლად, – დაწერა სოციალურ ქსელში იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ.
თურქული კლუბი უკვე მოელაპარაკა „არსენალს“ 31 წლის გარემარბის ტრანსფერზე. გარიგების თანხა 18 მილიონ ევროს შეადგენს. კიდევ ორი მილიონი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული.
პრემიერლიგის გასულ სეზონში ტროსარმა 31 მატჩში „გოლი+პასის“ სისტემით 12 (6+6) ქულა დააგროვა.