ლეანდრო რიბეიროს ქართული ვარიანტები - „დილა“ მირცხულავამ დატოვა
ლეანდრო რიბეიროს ქართული ვარიანტები - „დილა“ მირცხულავამ დატოვა
დაუბრუნდება თუ არა გორის „დილას“ ლეანდრო რიბეირო? ბრაზილიელი შემტევი ერთწლიანი იაჯრით ტირასპოლის „შერიფში” თამაშობდა, მაგრამ იჯარის დასრულების შემდეგ კლუბი დატოვა, მისი ახალი კლუბი კი ჯერ უცნობია.
 
საქმე ისაა, რომ ლეანდრო რიბეიროს ტრანსფერი გორის „დილას“ ეკუთვნის, სადაც ბრაზილიელს დაბრუნება არ სურს. გორის გუნდის გულშემატკივართა ვებგვერდის ცნობით კი ჯერ „დილას“ ყოფილი ლიდერის სხვა კლუბში გადასვლა არ გადაწყვეტილა.
„გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელის მიმართ ინტერესს ორი ქართული გუნდი ავლენს – თბილისის „დინამო“ და ბათუმის „დინამო“. ამ კლუბების მხრიდან ინტერესი არსებობს. თუმცა, ფეხბურთელმა სხვა ქვეყნების გუნდების ინტერესიც დაგვიდასტურა. მას, ყაზახეთის პრემიერ ლიგის, იაპონიის და ისრაელის გუნდებიც იწვევენ. რა თქმა უნდა, იმის შანსიც არსებობს, რომ ბრაზილიელი გორულ კლუბს დაუბრუნდეს, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდებია“ – წერია გორის „დილას“ არაოფიციალურ ვებგვერდზე.
ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ გორის „დილა” მალავიდან ორი ფეხბურთელის ჩამოყვანას ცდილობს. გუნდი კი ერთ-ერთმა ლიდერმა, ბაქარ მირცხულავამ დატოვა.