ლეანდრო პარედესი - მესის ჩემი მოკვლა უნდოდა #1TVSPORT
ლეანდრო პარედესი - მესის ჩემი მოკვლა უნდოდა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველმა ლეანდრო პარედესმა ფორვარდ ლიონელ მესისთან კონფლიქტი გაიხსენა.

ინციდენტი 2020-21 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე მოხდა, როცა მესი ჯერ კიდევ „ბარსელონაში“ თამაშობდა. მაშინ მერვედფინალის პირველი მატჩი პსჟ-მ 4:1 მოიგო, მეორე შეხვედრა კი 1:1 დასრულდა.

„ის გაბრაზდა, რადგან რაღაც ვუთხარი ჩემს თანაგუნდელებს, მან კი ეს გაიგონა. ის უბრალოდ გაცოფდა და თავს დამესხა. ძალიან უსიამოვნო სიტუაცია იყო. მას ჩემი მოკვლა უნდოდა, მე კი მხოლოდ სახლში გაქცევის სურვილი მქონდა. მაგრამ ამის შემდეგ არგენტინის ნაკრებში შევხვდით ერთმანეთს და ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. მან კარგად აჩვენა, როგორი ადამიანია. ჩვენი ურთიერთობა ისეთივე დარჩა, როგორც ადრე.

ახლა სიცილით ვიხსენებთ იმ ეპიზოდს, მაგრამ მაშინ ძალიან გაბრაზებული იყო და ჩემი მოკვლა უნდოდა“, – განაცხადა პარედესმა გამოცემა Caja Negra-სთან ინტერვიუში.