Le10sport - მიქაუტაძის წასვლა გარდაუვალია, მისი ახალი კლუბი ამ ხუთეულიდან იქნება: „ლაციო“, „აიაქსი“, „ლიონი“, „შეფილდი“ და „რენი“ #1TVSPORT
Le10sport - მიქაუტაძის წასვლა გარდაუვალია, მისი ახალი კლუბი ამ ხუთეულიდან იქნება: „ლაციო“, „აიაქსი“, „ლიონი“, „შეფილდი“ და „რენი“ #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძით ხუთი კლუბია დაინტერესებული, საბოლოო გადაწყვეტილებას კი ქართველი თავდამსხმელი და მისი კლუბი „მეცი“ სატრანსფერო „ფანჯრის“ დასრულებამდე მიიღებენ. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ ქართველი კლუბს დატოვებს – ამ ექსკლუზიურ ინფორმაციას Le10sport-ი ავრცელებს.

გადაწყვეტილია – რენი, მარსელი ან აიაქსი მიქაუტაძისთვის

„გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც შემოთავაზება ხუთი კლუბიდან აქვს, გადაწყვეტილებას მალე მიიღებს. ჩვენი ინფორმაციით, „მეცის“ თვითნაბადი ტალანტის წასვლა გარდაუვალია. მას არჩევანის გაკეთება მოუწევს შემდეგ გუნდებს შორის: „შეფილდი“, „ლაციო“, „აიაქსი“, „ლიონი“ და „რენი“.

საზაფხულო სატრანსფერო „ფანჯრის“ დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე „მეცის“ თვითნაბადი ტალანტის გადასაბირებლად ხუთი კლუბი იბრძვის. ეს არის ინგლისური „შეფილდი“, რომელმაც „მეცს“ 18 მილიონი ევრო შესთავაზა; ასევე, რომის „ლაციო“, რომლის წინადადებაც დააახლოებით 15 მილიონ ევროა. ახლახან კი „ლიონმა“ და „რენმა“ შეთავაზება 20 მილიონი ევრომდე გაზარდეს.

გიორგი მიქაუტაძის პრეტენდენტთა სიაში მეხუთე კლუბი ახლახან გამოჩნდა. Telegraaf-ის ცნობით, 22 წლის ქართველზე პრეტენზიას ამსტერდამის „აიაქსი“ აცხადებს. უახლოეს საათებში გავიგებთ, რამდენად სერიოზულია ნიდერლანდელების გაზრახვა. ჩვენი წყაროების მიხედვით კი, ფეხბურთელი გარდაუვალი არჩევანის წინაშე დგას

მიქაუტაძის საქმე მალე დასრულდება. ფეხბურთელმა და მისმა გარემოცვამ გადაწყვეტილება ორშაბათს უნდა მიიღონ. კარიერას გააგრძელებს საფრანგეთში, მისთვის ისეთ მნიშვნელოვან კლუბში, როგორიცაა „ლიონი“ (დაიბადა და თამაშობდა ლიონში); ასევეა „რენის“ ვარიანტი, რომელიც „მეცს“ სთავაზობს, ახლავე გამოისყიდოს ტრანსფერი და შემდეგ მიქაუტაძე იჯარით სეზონის ბოლომდე დაიტოვოს; დაბოლოს, შეუძლია წავიდეს „შეფილდში“, „ლაციოში“ ან „აიაქსში“, ბურთი მის მხარესაა“, – წერს Le10sport.com-ი.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძემ გასვლაზე „კლერმონს“ გაუტანა და „მეცს“ საფრანგეთის ლიგა 1-ში პირველი გამარჯვება მოუტანა 1:0. მის ანგარიშზე სამ შეხვედრაში სამი სასარგებლო ქმედებაა – ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა.