„ლე პარიზიენი“ - მბაპეს "ლივერპულში“ გადასვლა სურს
„ლე პარიზიენი“ - მბაპეს "ლივერპულში“ გადასვლა სურს

„პარი სენ-ჟერენის“ ფორვარდი კილიან მბაპე დაინტერესებულია პრემიერლიგაში კარიერის გაგრძელებით.

როგორც გაზეთი „ლე პარიზიენი“ წერს, 21 წლის ფეხბურთელს მოსწონს „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის იურგენ კლოპის თამაშის სტილი, ამიტომაც ფრანგი მომავალ წელს კარიერის გაგრძელებას სწორედ „ენფილდზე“ ისურვებდა.

ცნობილია, რომ მბაპეს გადაბირებით სერიოზულად არის დაინტერესებული მადრიდის „რეალი”.

მბაპეს მიმდინარე ხელშეკრულება „პარი სენ-ჟერმენთან“ 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ადრე იტყობინებოდნენ, რომ პარიზულმა კლუბმა ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა ფრანგს, მაგრამ თავად მოთამაშე შიშობს, რომ ასეთი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, მას მომავალში გაუჭირდება სხვა გუნდში გადასვლა.

მიმდინარე სეზონში მბაპემ ლიგა 1-ში ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ოთხი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

დატოვე კომენტარი