„ლე პარიზიენი“ - კულიბალი პსჟ-ში გადავა, მან უკვე შეიძინა ბინა პარიზში
„ლე პარიზიენი“ - კულიბალი პსჟ-ში გადავა, მან უკვე შეიძინა ბინა პარიზში

„ნაპოლის“ ერთ-ერთი ლიდერი, ცენტრალური მცველი კალიდუ კულიბალი „პარი სენ-ჟერმენში“ სათამაშოდ გადავა.

როგორც ფრანგული გამოცემა „ლე პარიზიენი“ ირწმუნება, სენეგალელი ფეხბურთელი პარიზში გადასვლას პრიორიტეტულ ვარიანტად განიხილავს და უკვე შეიძინა საფრანგეთის დედაქალაქის მე-15 რაიონში საცხოვრებელი ოთხ მილიონ ევროდ.

კულიბალიმ „პარი სენ-ჟერმენში“ უნდა შეცვალოს ბრაზილიელი ტიაგო სილვა, რომელიც უკვე 35 წლისაა.

სავარაუდოდ, ფეხბურთელის ტრანსფერი საფრანგეთის ჩემპიონს 75-80 მილიონი ევრო დაუჯდება.