ლაზარე კუპატაძე ბათუმის „დინამოში“ დაბრუნდება და ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს, – Geo Team-ის ინფორმაცია კლუბმა საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა.
ლაზარე კუპატაძე „საბურთალოს“ აღზრდილია, ასევე უთამაშია თბილისის „ლოკომოტივში“, ლუქსემბურგის „ჟენეს ეშში“, 2021–2022 წლებში ბათუმის „დინამოში“ ირიცხებოდა.
მერე იყო ისევ „საბურთალო“, საიდანაც ლატვიაში თამაზ პერტიამ „ლიეპაიაში“ მიიწვია, მაგრამ გუნდი ისე დატოვა, ერთი თამაში არ ჩაუტარებია. შემდეგ ის ლიგა 3-ის „გონიოში“ ირიცხებოდა.
კუპატაძე იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი. 2018 წლის სექტემბერში ყაზახეთისა და ლატვიის წინააღმდეგ ეროვნულ გუნდში გამოიძახეს, მან „ჯვაროსნების“ ფორმით ორი მატჩი ჩაატარა.