ლავარ ბოლი - მას შემდეგ, რაც ლონზო „პელიკანსში“ გაცვალა, „ლეიკერსი“ ჩემპიონი ვეღარ გახდება [ვიდეო]
ლავარ ბოლი - მას შემდეგ, რაც ლონზო „პელიკანსში“ გაცვალა, „ლეიკერსი“ ჩემპიონი ვეღარ გახდება [ვიდეო]

რამდენიმეთვიანი გაუგებრობის შემდეგ, ენტონი დევისი საბოლოოდ „ლეიკერსში“ გადავიდა. ორ გუნდს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით „ნიუ ორლეან პელიკანსმა“ დევისის სანაცვლოდ ლონზო ბოლი, ბრენდონ ინრაგმი და ჯოშ ჰარტი მიიღო.

ამ გაცვლით აშკარად უკმაყოფილო დარჩა ლონზო ბოლის მამა ლავარი, რომელმაც ერთერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ლოს ანჯელესური გუნდი ჩემპიონი ვეღარ გახდება.

„ეს იქნება ყველაზე ცუდი ტრანსფერი „ლეიკერსის“ ისტორიაში და ისენი ჩემპიონები ვეღარ გახდებიან. რა თქმა უნდა ისენი ამას უარყოფენ, მე კი მომავალში ვიცინებ ამაზე“, – განაცხადა ლავარ ბოლმა.