ლაუტარო მარტინესს „მანჩესტერ სიტის“ ან  „პარი სენ-ჟერენის“ გაგონებაც კი არ სურს
ლაუტარო მარტინესს „მანჩესტერ სიტის“ ან „პარი სენ-ჟერენის“ გაგონებაც კი არ სურს

მილანის „ინტერის“ თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესს კარიერის გაგრძელება „ბარსელონაში“ სურს. როგორც „მუნდო დეპორტივო“ იუწყება, 22 წლის ფეხბურთელი არ არის დაინტერესებული „მანჩესტერ სიტიში“ ან „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლით და მილანური კლუბის ხელმძღვანელობას სთხოვა, ამ გუნდების მხრიდან ნებისმიერ წინადადებას უარით უპასუხოს.

რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიური გრანდი სამმხრივ ტრანსფერზე მუშაობს „მანჩესტერ სიტისთან“ და „ინტერთან“, რათა არგენტინელი თავისთან იხილოს. გარდა ამისა, ირკვევა, რომ „ბარსელონამ“ მას ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტია მისცა.

მარტინესი „ინტერში“ 2018 წლიდან გამოდის, მანამდე კი არგენტინულ რასინგში თამაშობდა. წლევანდელ სეზონში მან 11 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.