ლაუტარო მარტინესი „რეალისა“ და „ბარსელონას“ სამიზნე ხდება
ლაუტარო მარტინესი „რეალისა“ და „ბარსელონას“ სამიზნე ხდება

„ინტერის“ თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი „ბარსელონასა“ და „რეალის“ სამიზნე ხდება,- წერს Mundo Deportivo.

წყაროს ინფორმაციით, კატალონიელები 22 წლის არგენტინელს ლუის სუარესის შემცვლელად განიხილავენ.

ლაუტარო მარტინესის ყიდვა კი „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას 111 მილიონი ევრო დაუჯდება, რადგან ფეხბურთელის კონტრაქტში სწორედ ეს თანხაა მითითებული, თუ მარტინესის ყიდვა არაიტალიურ კლუბს მოუნდება.

მარტინესი „ინტერში“ 2018 წლის ივლისიდან ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში არგენტინელმა „ინტერის“ შემადგენლობაში 28 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 17 ბურთი და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.