ლაუტარო მარტინესი - კვარაცხელიას ძალიან ფრთხილად უნდა ვეთამაშოთ #1TVSPORT
ლაუტარო მარტინესი - კვარაცხელიას ძალიან ფრთხილად უნდა ვეთამაშოთ #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩამდე მილანის „ინტერმა“ პრესკონფერენცია გამართა, სადაც გუნდის კაპიტანმა, ლაუტარო მარტინესმა მომავალ მეტოქეზე ისაუბრა.

არგენტინელმა თავდამსხმელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიაზე უნდა გაამახვილონ:

ჩვენ ხვიჩა კვარაცხელიასა და პსჟ-ს სხვა ფეხბურთელებს დაკვირვებით ვსწავლობთ. მას კარგად ვიცნობით და ფრთხილად უნდა ვეთამაშოთ. წინ კიდევ ერთი ვარჯიში გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხვალ საღამოს საუკეთესო ფორმაში ვიყოთ“, – განაცხადა ლაუტარო მარტინესმა.

„ინტერისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი 31 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.