ლაუტარო მარტინესი „ინტერში“ რჩება #1TVSPORT
MILAN, ITALY - MAY 23: Lautaro Martinez of FC Internazionale celebrates their side's victory after the Serie A match between FC Internazionale Milano and Udinese Calcio at Stadio Giuseppe Meazza on May 23, 2021 in Milan, Italy. A limited number of fans will be allowed into Premier League stadiums as Coronavirus restrictions begin to ease in Italy. (Photo by Mattia Ozbot/Getty Images)
„ინტერის“ ფორვარდი ლაუტარო მარტინესი ახალ კონტრაქტს გააფორმებს მილანურ კლუბთან.
იტალიური პრესის ინფორმაციით, არგენტინელი ფეხბურთელის აგენტი მოელაპარაკა კლუბს ხელშეკრულების ძირითად პირობებზე. რჩება მოსაგვარებელი მხოლოდ უმნიშვნელო დეტალები.
23 წლის მარტინესთან 2026 წლის ზაფხულამდე გაფორმდება კონტრაქტი. ის წელიწადში ექვს მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
გასულ სეზონში მარტინესმა სერია A-ში 38 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.
ადრე დაიწერა იმის შესახებ, თითქოს არგენტინელთან კონტრაქტი შეათანხმა ლონდონის „ტოტენჰემმა“.