ლაუტარო მარტინესი „ინტერში“ 2026 წლამდე დარჩება #1TVSPORT
ლაუტარო მარტინესი „ინტერში“ 2026 წლამდე დარჩება #1TVSPORT

თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი „ინტერის“ რიგებში დარჩება, – იუწყება ფაბრიციო რომანო.

სპორტის ცნობილი მიმომხილველის ინფორმაციით, 24 წლის არგენტინელი ფეხბურთელი იტალიურ კლუბთან ხელშეკრულებას 2026 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს და მხარეები კონტრაქტის დეტალების შეთანხმების პროცესში არიან.

ლაუტარო მარტინესის მიმდინარე კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში იწურება.

გასულ სეზონში არგენტინელმა ლეგიონერმა „ინტერის“ შემადგენლობაში 48 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 19 გოლი და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.