ლაუტარო მარტინესი „ინტერის“ დატოვებას აპირებს
ლაუტარო მარტინესი „ინტერის“ დატოვებას აპირებს

„ინტერის“ არგენტინელმა ფორვარდმა ლაუტარო მარტინესმა, შესაძლოა, უკვე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეიცვალოს კლუბი.

იტყობინებიან, რომ მარტინესმა ამასთან დაკავშირებით საფეხბურთო აგენტ ხორხე მენდესს მიმართა, რომელმაც უახლოეს პერიოდში უნდა იპოვნოს ახალი გუნდი ლაუტაროსთვის.

მარტინესის ხელშეკრულება მილანურ გუნდთან 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

პარალელურად წერენ, რომ „ინტერს“ განზრახული აქვს არგენტინელის შენარჩუნება. კლუბის ხელმძღვანელობა აპირებს ორჯერ გაზარდოს 23 წლის ფეხბურთელის ხელფასი და ამით დაარწმუნოს ლაუტარო დარჩენაზე. თუმცა, თავად მარტინესი მხოლოდ ხელფასის გაოთხმაგებას თანხმდება.

ასევე იტყობინებიან, რომ ლაუტარო მარტინესს სამი გრანდი აკვირდება – „ბარსელონა“, „რეალი“ და „მანჩესტერ სიტი“.

მიმდინარე სეზონში არგენტინელმა 13 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი პასი შეასრულა.