ლაუტარო მარტინესი ერთი თვე ვერ ითამაშებს #1TVSPORT

01:15, 21.02.2026

მილანის „ინტერის“ ფორვარდი ლაუტარო მარტინესი ერთ თვეს გამოტოვებს ფეხზე კუნთის დაჭიმულობის გამო, – ამის შესახებ იტყობინება Sky Sport-ი.

იტალიური კლუბის პრესსამსახურმა გამოაცხადა, რომ არგენტინელი ფეხბურთელის მდგომარეობას მომდევნო კვირას ხელმეორედ შეამოწმებენ.

ლაუტარო მარტინესმა დაზიანება ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის პირველ მატჩში მიიღო „ბოდო გლიმტის“ წინააღმდეგ. ის შეხვედრა „ინტერმა“ სტუმრად 1:3 წააგო.

ამ სეზონში ლაუტარომ სერია A-ს 25 მატჩში 14 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი