რამდენიმე დღის წინ, ლატვიის ეროვნულმა არქივმა გამოაქვეყნა ლატვიის საბჭოთა რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (სუკ) გასაიდუმლოებული დოკუმენტები.
როგორც Delfi.lv წერს, ერთ-ერთი დოკუმენტის თანახმად, სუკ-ის აგენტი აღმოჩნდა საბჭოთა კავშირის საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ვალდის ვალტერსი.
„კალათბურთელის გადაბირება მოხდა 1985 წლის სექტემბერში, ლატვიის საბჭოთა რესპუბლიკის სუკ-ის პირველი განყოფილების თანამშრომლის, ი. შნეიდერსის მიერ. ვალდისის ფსევდონიმი სუკ-ში არის – „სტივსი“, – წერია ლატვიის ეროვნული არქივის გვერდზე ვალტერსის კარტოთეკაში.
თავად ვალტერსი უარყოფს თანამშრომლობას სუკ-თან.