ლატვიის ვირსლიგის აპრილის საუკეთესო მწვრთნელად თამაზ პერტია დაასახელეს
ლატვიის ვირსლიგის აპრილის საუკეთესო მწვრთნელად თამაზ პერტია დაასახელეს

ლატვიის ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) აპრილის საუკეთესო მწვრთნელად თამაზ პერტია დაასახელეს.

43 წლის სპეციალისტს და თვის საუკეთესო ფეხბურთელს პრიზები მე-7 ტურის ცენტრალურ შეხვედრამდე გადასცეს. პრიზთან ერთად, მათ სიმბოლურად თანხაც მიიღეს – სულ რაღაც 100 ევრო.

გამოკითხვას ლატვიის ფეხბურთის ფედერაცია ატარებს და მასში მწვრთნელები მონაწილეობენ. აღსანიშნავია, რომ პერტიას გუნდმა აპრილში ოთხი მატჩიდან სამი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და “რიგას ფსთან“ მატჩამდე გათამაშებას წაუგებლად ლიდერობდა.

ლიეპაია” პირველად ქართველების გუნდთან დამარცხდა. მე-7 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ლიდერმა ლაშა შერგელაშვილისა და ბექა ვაჩიბერაძის “რიგას ფსს“ უმასპინძლა და 3:5 დამარცხდა, ბოლო ორი გოლი კი ქართველებმა გაიტანეს.