ლატვიის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსულმა პარტიამ გაიმარჯვა
ლატვიის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსულმა პარტიამ გაიმარჯვა

ლატვიის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსულმა პარტიამ გაიმარჯვა. რიგის მერის, ნიკ უშაკოვის სოციალ- დემოკრატიულმა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 19,91 % მიიღო.

მეორე ადგილზე არიან პოპულისტები 14,07%-იანი მხარდაჭერით,  მესამეზე კი, ახალი კონსერვატორების პარტია 13,6%-ით.

არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, პარლამენტში ასევე მოხვდებიან  ოთხი პოლიტიკური გაერთიანების წევრები. ამასთან, როგორც შედეგებიდან ჩანს, ლატვიის მმართველი კოალიცია, რომელიც სამი პარტიისგან შედგებოდა, საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას დაკარგავს.

საპარლამენტო არჩევნები ლატვიაში გუშინ გაიმართა. ამომრჩეველთა აქტივობამ 54,51% შეადგინა.

პარტია „საგლასიე“, რომელსაც ახალი მოწვევის პარლამენტში ყველაზე მეტი დეპუტატი ეყოლება, ლატვიის რუსულენოვანი მოქალაქეების ინტერესებს აქტიურად იცავს და მოსკოვთან მჭიდრო თანამშრომლობის მომხრეა.

პრემიერის პოსტზე „საგლასიე“ ეკონომისტ ვიაჩესლავ დომბროვსკის კანდიდატურას განიხილავს.

ოპონენტები ამ პარტიის წევრებს კრემლთან კავშირში ადანაშაულებენ და შიშობენ, რომ „საგლასიე“ კოალიციას პოპულისტებთან ერთად შეკრავს.