ლატვიის საკალათბურთო ნაკრების ყოფილი წევრი იანის ტიმა 32 წლის ასაკში გარდაიცვალა #1TVSPORT
ლატვიის საკალათბურთო ნაკრების ყოფილი წევრი, 32 წლის იანის ტიმა მოსკოვში, ერთ-ერთ სასტუმროსთან გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად თვითმკვლელობა სახელდება, თუმცა გამოძიება დაწყებულია. ლატვიური მედია წერს, რომ კალათბურთელი მეუღლესთან დაშორების შემდეგ სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებდა ვიდეოებს, სადაც თვითმკვლელობაზე საუბრობდა.
იანის ტიმა ბოლოს ესპანურ გუნდში, „ობრადოიროში“ თამაშობდა. კარიერის მანძილზე ის „ოლიმპიაკოსის“, „ბასკონიის“, „დარუშაფაკასა“ და რამდენიმე ევროპული გუნდის ღირსებას იცავდა.