ლატვიის პრეზიდენტი - ჩვენ დავეხმარებით პარტნიორებს დემოკრატიის დაცვაში ყველა შესაძლო გზით, ბოლოს და ბოლოს, რუსეთი უნდა დამარცხდეს
ლატვიის პრეზიდენტი - ჩვენ დავეხმარებით პარტნიორებს დემოკრატიის დაცვაში ყველა შესაძლო გზით, ბოლოს და ბოლოს, რუსეთი უნდა დამარცხდეს

ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი აცხადებს, რომ ბრიუსელში დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე მოკავშირეებს ორი მთავარი ამოცანა აქვთ, რაც უკრაინისთვის დახმარების გაწევაზე შეთანხმებას და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას გულისხმობს.

„დღეს ჩვენ ორი მთავარი ამოცანა გვაქვს: პირველი, შევთანხმდეთ შეძლებისდაგვარად მასშტაბურ დახმარებაზე უკრაინისთვის. მეორე არის ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მოვახერხებთ ამ ორ ამოცანასთან გამკლავებას. ჩვენ ვისაუბრებთ ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხეზე, რადგან ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას. ესაა ჩვენი ამოცანა და ჩვენ ამაზე შევთანხმდებით“, – განაცხადა ეგილს ლევიტსმა.

როგორც ლატვიის პრეზიდენტმა საქართველოს პირველი არხის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ალიანსის წევრებს ასევე აქვთ პასუხისმგებლობა პარტნიორების მიმართ და მათ დემოკრატიის დაცვაში დაეხმარებიან.

„ჩვენ ასევე გვაქვს გარკვეული პასუხისმგებლობა პარტნიორების მიმართ. მაგრამ ეს არის 30 წევრი ქვეყნის, მოკავშირეების თავდაცვის ალიანსი და ჩვენ ასევე დავეხმარებით პარტნიორებს დემოკრატიის დაცვაში ყველა შესაძლო გზით. ბოლოს და ბოლოს რუსეთი უნდა დამარცხდეს“, – აღნიშნა ეგილს ლევიტსმა.