ლატვიელთა მცველი - საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგაზე ჯერ გოლი არ გაუშვია, იმედი მაქვს ამ სერიას შევწყვეტთ
ლატვიელთა მცველი - საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგაზე ჯერ გოლი არ გაუშვია, იმედი მაქვს ამ სერიას შევწყვეტთ

„საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგაზე ჯერ გოლი არ გაუშვია, იმედი მაქვს ამ სერიას შევწყვეტთ,“ – ეს ლატვიის ნაკრებისა და „ვენტსპილსის“ მცველმა, ვიტალი იაგონდინსკიმ, რიგის „დაიგავა სტადიონზე“ გამართულ მატჩამდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ის მედიასთან შეხვედრაზე გუნდის მთავარ მწვრთნელთან, მიკსუ პაატელაინენთან ერთად გამოცხადდა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

„ტურნირის მსვლელობის დროს და ჩვენი უშუალო შეხვედრისას კარგად გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრები საკმაოდ ძლიერი გუნდია. მას „ერთა ლიგაზე“ ჯერ ერთი გოლიც არ გაუშვია. მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ სერიას ლატვიის ნაკრები დაასრულებს და მეტოქის კარს ავიღებთ,“ – ამბობს იაგოდინსკი.

საქართველოს ნაკრები ლატვიას ხვალ, 16 ოქტომბერს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელეტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.