ლატვიაში რუსეთის მოქალაქეს, რომელიც პოლიციას ქრთამს სთავაზობდა, ბრალი წაუყენეს
ლატვიაში რუსეთის მოქალაქეს, რომელიც პოლიციას ქრთამს სთავაზობდა, ბრალი წაუყენეს

რუსეთის მოქალაქე ლატვიელ პოლიციელს ქრთამის სახით მილიონ ევროს სთავაზობდა. დამნაშავეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

საქმე ეხება შარშან, ნოემბერში მომხდარ ფაქტს. გამოძიებამ დაადგინა, რომ რუსეთის მოქალაქემ ლატვიის სახელმწიფო პოლიციას ერთ-ერთი საწარმოს სახელით, მილიონი ევროს ოდენობით ქრთამის გადახდა შესთავაზა. სანაცვლოდ, ერთ-ერთი იურიდიული პირის ანგარიშზე არსებული 32 მილიონი ევროსთვის ყადაღის მოხსნას თხოვდა.

ამ შეთავაზების შესახებ პოლიციელმა ანტიკორუფციულ სამსახურს შეატყობინა, რის შემდეგაც რუსეთის მოქალაქეს საგამოძიებო უწყებები უთვალთვალებდნენ. ის მაშინ დააკავეს, როდესაც ბრალდებულმა ქრთამის ნაწილი პოლიციელებს გადასცა.

ლატვიის კანონმდებლობით, დაკავებულ პირს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.