ლატვიაში გამოკითხულთა 34 პროცენტის აზრით, უკეთესია, თუ ომი დასრულდება, იმის ფასადაც კი, რომ უკრაინას კომპრომისზე წასვლა მოუწიოს
ლატვიაში გამოკითხულთა 34 პროცენტის აზრით, უკეთესია, თუ ომი დასრულდება, იმის ფასადაც კი, რომ უკრაინას კომპრომისზე წასვლა მოუწიოს

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ ლატვიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა თითქმის 34 პროცენტი ფიქრობს, რომ უკეთესია, თუ ომი დასრულდება, იმის ფასადაც კი, რომ უკრაინას კომპრომისზე წასვლა მოუწიოს.

გამოკითხვისას რესპონდენტებს, 2022 წელს რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში ომის მიმდინარეობის გათვალისწინებით, უნდა აერჩიათ შედეგი ვერსია: უკრაინის ტერიტორიის აღდგენა 2014 წლის საზღვრებში (ანუ ყირიმის ოკუპაციამდე) ან ნებისმიერი კომპრომისი. გამოკითხულთა 49,4 პროცენტმა უპასუხა, რომ სასურველ შედეგად მიიჩნევს უკრაინის მთელი ტერიტორიის გათავისუფლებას რუსული არმიისგან.

ამავდროულად, გამოკითხულთა 34,3 პროცენტი პროცენტი მხარს უჭერს უკრაინის მხრიდან კომპრომისს, თუნდაც ეს კონფლიქტის „გაყინვასა“ და უკრაინის ტერიტორიის „გადანაწილებას“ გულისხმობდეს. გამოკითხულთა 16,3 პროცენტს ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა.

გამოკითხულთა შორის 45-დან 54 წლამდე ადამიანები უფრო მეტად მხარს უჭერენ კომპრომისს, ხოლო 18-24 წლის ახალგაზრდები უკრაინის სრული განთავისუფლების მომხრეები არიან.